ნავთობისა და გაზის მრეწველობის დასაქმებულების დღის პატივსაცემად გამართული სპარტაკიადა ბათუმში

2016 წლის 18 სექტემბერს ქ. ბათუმში, „ბონის“ კულტურის სახლის სპორტულ დარბაზში გაიმართა ნავთობისა და გაზის მრეწველობის დასაქმებულების დღისადმი მიძღვნილი სპარტაკიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისა“ და შპს „ბათუმის ნავსადგურის“ 40-ზე მეტმა თანამშრომელმა. შეჯიბრების პროგრამა მოიცავდა სპორტის რამოდენიმე სახეობას: ჭადრაკი, გირების სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი. ასევე, ჩატარდა შეჯიბრება გუნდებს შორის ბაგირის გადაწევასა და ბილიარდში. ტრადიციისამებრ, მენავთობის დღის აღნიშვნის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დაიწყო ბნტ-სა და ბსნ-ს საუკეთესო მუშაკებისათვის სს „ყაზტრანსოილის“ სიგელებისა და სამადლობელო წერილების გადაცემით. დღესასწაულს განსაკუთრებული ატმოსფერო შეუქმნა ბნტ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული საბავშვო ნახატის კონკურსმა თემაზე „რად მუშაობს ჩემი დედა/მამა“/ „ჩემი დედა/მამა პროფესიონალია“, რომელიც გაიმართა ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის დასაქმებულების შვილებს შორის.

← უკან