ტერმინალში ჩატარდა ხანძარ-ტაქტიკური სწავლებები

ბათუმი, 15 ივნისი 2016 წელი. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალში“ ჩატარდა სახანძრო-ტაქტიკური სწავლება ნავთობპროდუქტიან რეზერვუარზე ხანძრის იმიტაციით. სწავლებაში ჩართული იყო ბათუმის ნავთობტერმინალის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობის 15 თანამშრომელი და 3 ერთეული ტექნიკა, საწარმო უბნის საოპერაციო პერსონალის 8 თანამშრომელი, და ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დანაყოფების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმის შესაბამისად შეიქმნა შტაბი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და ბათუმის ნავთობის ტერმინალის უმაღლესი ხელმძღვანელობის რიგებიდან. სწავლების ლეგენდის თანახმად, „ხანძარი გაჩნდა N150 რეზერვუარზე ნავთობპროდუქტის ზვინულის შიგნით გადმოღვრით. მაღალი ტემპერატურის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა 2 რეზერვუარი, სარკინიგზო და საავტომობილო ჩასხმა-ჩამოსხმის ესტაკადები. მიმდინარეობს სითხის მთელი თავისუფალი სარკის წვა რეზერვუარის ზედაპირზე 743 მ2 ფართობზე და რეზერვუარის ფუძესთან გადმოღვრილი ნავთობპროდუქტის, დაახლოებით 150მ2 -ის ფართობზე“. ბათუმის ნავთობის ტერმინალის და ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პროფესიონალური და შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, პირობითი ხანძარი იქნა ლიკვიდირებული. სწავლება წარმატებით დასრულდა. ნავთობტერმინალის და ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დანაყოფებმა მოახდინეს ავარიებისა და საგანგებო სიტუაციების პირობებში ერთობლივი და შეთანხმებული ურთიერთმოქმედებისათვის მზადყოფნის დემონსტრირება.

← უკან