პრეს-რელიზი შპს

2016 წლის 10 მაისს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალმა" (ბნტ), შპს "ბათუმის პორტმა" (ბსპ) და კომპანიამ "NRC International" ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარეს. სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის პროცესში გამოყენებულ იქნა ბნტ-სა და NRC International-ის მცირე კატარღები, ბსპ-ს კატარღა - ნავთობის შემგროვებელი "ფლორა" და ზღვაზე ნავთობის დაღვრის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები და შემოწმდა ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ცალკეული ასპექტები. მათ შორის: • სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების საკითხები; • ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ერთობლივი სამუშაოების შესრულების დროს ბნტ-ს, ბსპ-სა და NRC International-ის საავარიო პერსონალის კომპეტენტურობა; • ბნტ-სა და ბსპ-ს პერსონალის ქმედებების ეფექტურობა და სისწრაფე ; • ნავთობის დაღვრის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოების წარმოების სტრატეგია და ტაქტიკა დაღვრის ადგილისა და ბუნებრივი გარემოს პირობების გათვალისწინებით; • საკომუნიკაციო საშუალებების მზადყოფნა; • ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ტექნიკური და მცურავი საშუალებების მზადყოფნა. სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშები წარმატებით დასრულდა და აჩვენა ბნტ-ის, ბსნ-სა და NRC-ის პერსონალის მზადყოფნის, კომპეტენტურობისა და ურთიერთგაგების მაღალი დონე ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის ერთობლივი ღონიძიებების განხორციელებისას.

← უკან