საგაზაფხულო შაბათობა ბათუმის ნავთობტერმინალში

ქ. ბათუმი, 23 აპრილი 2016 წელი: ყაზახური კომპანია შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" დასაქმებულებმა ჩაატარეს საგაზაფხულო შაბათობა, სანიტარული წესრიგის და ტერიტორიის კეთილმოწყობის მიმართულებით. ღონისძიებები ჩატარდა მაღალ დონეზე, ყველა დაგეგმილი სამუშაო შესრუდა. დასაქმებულების მიერ გამოვლენილი ინიციატივის ფარგლებში ტერმინალში მოეწყო ალეა 21 მაგნოლიის ახალგაზრდა ხისგან. ამ დღის შემდეგ ახალი ალეა ატარებს სახელს "ასტანა".

← უკან