თანაინვესტირების ხელშეკრულება

Vibro Diagnostik FZE - სთან დადებული აღნაგობის ხელშეკრულებისა და თანაინვესტირების ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში ხელი მოეწერა შესაბამის შერიგების აქტებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, Batumi Terminals Limited-ს, Petrotrans-სა და კომპანია Vibro Diagnostik FZE (შემდგომში - „ვობრო“), Libra-ს შორის, რომელთა საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შეეწყვიტათ სასამართლო დავები და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები გადატვირთვის ტარიფების დონის ნაწილში შეთანხმებების მიღწევის მიზნით, განეხილათ საკითხები შემდგომი კომერციული ურთიერთობის შესახებ, ასევე საკითხები არნაგობის და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებებში და ტვირთების გადატვირთვის და სატრანსპორტო ექსპედირების კონტრაქტებში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ. 2015 წლის 3 ივლისს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო განსაზღვრების ასლი შერიგების აქტის დამტკიცების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა გასული წლის 15 ივლისს. 2015 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე დაამტკიცა შესაბამისი შერიგების აქტი, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 17 ივლისს. 2015 წლის ივლისიდან ნოებრის ჩათვლით მხარეებმა აწარმოეს მოლაპარაკებები 2014 წლის 17 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულების და 2014 წლის 16 მაისის ხელშეკრულების (შემდგომში - აღნაგობის ხელშეკრულებები) ასევე ინვესტიციების განხორციელების და შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ კომპლექსის ერთობლივი გამოყენების შესახებ 2014 წლის 1 ივლისის N 117 ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულება თანაინვესტირებაზე) დამატებითი შეთანხმებების პროექტებზე და და შემუშავებული იქნა შესაბამისის ურთიერთმისაღები პოზიციები. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ აღნიშნული ხელშეკრულებების დამატებითი შეთანხმებები გაიგზავნა „ვიბროს“ მისამართზე 2015 წლის 25 დეკემბერს. 2016 წლის 16 მარტს მხარეებმა დაასრულეს აღნიშნული დამატებითი შეთანხმებების პროექტების ხემოწერა. ნაწილობრივ, აღნაგობის ხელშეკრულებების დამატებითი შეთანხმებების პროექტები ნოტარიულად დამტკიცდა და „საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გადაიგზავნა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. თანაინვესტირების შესახებ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება არ საჭიროებს საჯარო რეესტრში წარდგენას. აღნიშნულის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ დამატებით შეთანხმებებში დარეგულირებულია ყველა „არსებითი საკითხი“, რომელიც გათვალისწინებული იყო 2015 წლის 23 აპრილის შერიგების აქტით.

← უკან