ბათუმის ნავთობ ტერმინალმა ჩაატარა საგარნიზონო სახანძრო-ტაქტიკური სწავლება

2015 წლის 24 სექტემბერს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ (ბნტ) საქართველოს შსს-ს აჭარის საგანგებო სიტუაციების მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩაატარა ნავთობის რეზერვუარზე პირობითი ხანძრის ჩაქრობის საგარნიზონო სახანძრო-ტაქტიკური სწავლება. სწავლებაში მონაწილეობდა 45-ზე მეტი ადამიანი, ტერმინალის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და ქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 სახანძრო ავტოტექნიკის ერთეული, სადგურის ცვლის პერსონალი. გაიხსნა ხანძრის ჩამქრობი შტაბი და სამედიცინო დახმარების პუნქტი. შტაბის მუშაობაში ჩართულია საწარმოს 6 სამსახური. განვლილი სწავლება - წარმოადგენს ბნტ -ის სისტემური სამუშაოს ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს მუდმივ საფუძველზე.

← უკან