პრეს-რელიზი: ისტორიული დაბინძურება გვახსენებს თავს

ბათუმი, 22 აგვისტო 2015 წელი: 2015 წლის 22 აგვისტოს დილის 6 საათსა და 50 წუთზე, ბათუმის ნავთობტერმინალის საოპერაციო პერსონალის მიერ აღმოჩენილი იქნა ტერმინალის ტერიტორიის მხრიდან, მიწიდან მდინარე ბარცხანაში ნავთობის აპკის ჩადინების ფაქტი. ინციდენტების შესახებ შეტყობინების სქემის შესაბამისად მობილიზებული იქნენ ნავთობტერმინალის ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი და კომპანია NRC International Service, რომლის მოვალეობაში შედის ტერმინალისათვის დახმარების გაწევა გარემოს დაცვის საქმეში, და ასევე, საწარმოს საოპერაციო პერსონალი. ნავთობტერმინალის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირები სასწრაფოდ გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე. ჩამოყალიბდა ინციდენტის მართვის ავარიული შტაბი. მაშინვე, როგორც კი აღმოჩენილი იქნა ნავთობის გაჟონვა, ბონური ზღუდეების გამოყენებით გადაიკეტა მდინარე ბარცხანას დინება და დაწყებული იქნა დაბინძურების ლიკვიდაციის სამუშაოები. ნავთობით დაბინძურების ადგილზე ნავთობტერმინალის დასახმარებლად მოვიდა მოიჯარე კომპანია ,,მარ-41“, საკუთარი ტექნიკით და პერსონალით. მდინარეში გაჟონილი ნავთობის ნაწილი ზღვაშიც გავრცელდა. ზღვის გაწმენდის სამუშაოებში ჩართული იქნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნავთობნაგავშეკრები გემი. ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფების მიერ დადგინდა ინციდენტის მიზეზი: ინტენსიური წვიმის შემდეგ, რომელიც მოვიდა ნავთობის გაჟონვის აღმოჩენამდე რამოდენიმე საათით ადრე, გრუნტის წყლების დონე, ნავთობტერმინალის მთელ ტერიტორიაზე, კრიტიკულ დონემდე აიწია, რამაც გამოიწვია ისტორიული დაბინძურების ჩარეცხვა მდინარე ბარცხანაში, რომელიც ნავთობტერმინალის უშუალო სიახლოვეს გაედინება. დღის პირველ ნახევარში ნავთობით დაბინძურების გაწმენდის სამუშაოები მთლიანად დასრულდა. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ლაბორატორიის მიერ დადგენილი იქნა დაბინძურების საერთო რაოდენობა - 100 კგ. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენის პროცესი.

← უკან