ლაბორატორია

ბათუმის ნავთობტერმინალი აღჭურვილია ნავთობისა და აირის ანალიზის თანამედროვე საცდელი ლაბორატორიით ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტორილისა და შენარჩუნების მიზნით. საცდელი ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 მოთხოვნათა შესაბამისობზე აკრედიტაციის ცენტრში (ქ. თბილისი, საქართველო). ტერმინალის ლაბორატორიას საშუალება აქვს შეასრულოს ნავთობპროდუქტების 45 ტიპის სხვადასხვა ანალიზი ASTM და GOST საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ლაბორატორია აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით ნავთობპროდუქტების სინჯების აღებისათვის, აზომვებისა და გამოკვლევების ჩატარებისათვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისათვის, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით.

 

ლაბორატორიაში მუშაობს მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, რომლის ცოდნაც ყოველ წელს მყარდება ტესტირებების ჩატარებით ლაბორატორიის მიზნების შესაბამისად, რომლებიცაა პროფესიონალური უნარ-ჩვევების შენარჩუნება და გაღრმავება.

 

ასევე ტერმინალის ტეროტორიაზე ფუნქციონირებს საკალიბრო ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს წნევისა და ტემპერატურის ხელსაწყოების კალიბრაციას, და რომელიც აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 მოთხოვნათა შესაბამისობზე აკრედიტაციის ცენტრში (ქ. თბილისი, საქართველო).