HSSE სამსახური

ბათუმის ნავთობტერმინალში ფუნქციონირებს ეკოლოგიის, უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ჯანდაცვის სამსახური (HSSE), რომელიც უზრუნველყოფს იმ ღონისძიებათა ეფექტურ შესრულებას, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, შრომის უსაფრთხოებასთან, საწარმოო და სახანძრო უსაფრთხოებასთან, პერსონალის ჯანდაცვასთან.

 

HSSE სამსახური უზრუნველყოფს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების - ISO 9001:2008, ISO 14001:2004 და OSHAS 18001:2007-ს მოთხოვნათა შესრულებას.

 

ტერმინალის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი HSSE სამსახური და სისტემა:

 

  • ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, რომელიც შედგება ორი სახანძრო განყოფილებისგან, შეიცავს 81 სახანძრო სამსახურის თანამშრომელს (მეხანძრეს), 5 ხანძარსაწინააღმდეგო ავტომობილს, სახანძრო ავტო კიბეს და ქაფის მისაწოდებელ ავტომობილს. ხანძარსაწინააღმდეგო ფუნქციების შესრულების მიზნით სამსახური სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და საშუალებით.
  • ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგსა და I და II დონის ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციას როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე. რეაგირების ჯგუფის ყოველ წევრს მიღებული აქვს პროფესიონალური განათლება და შესაბამისი სერთიფიკატები კომპანია SEACOR-ში სწავლების გავლაზე, აგრეთვე ბათუმის საზღვაო აკადემიის სერთიფიკატები ISGOTT 5 კურსის გავლაზე. 
  • ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ჰაერის, წყლისა და გრუნტის ეკოლოგიური მდგომარეობის კონტროლი, რაც შესაძლებელს ხდის დაიგეგმოს ტერმინალის გარემოზე ზემოქმედების შემცირებისათვის განკუთვნილი  პრევენციული ზომები.
  • აირგამწმენდი და სუნის დამხშობი სისტემები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვა გარემოზე ზიანის მიყენების გარეშე. 
  • შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, ინსტრუქციები და რეგლამენტები ყველა სახის სამუშაოსათვის, ძირითადი და დამხმარე პროცესისთვის.
  • ბათუმის ნავთობტერმინალის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის სისტემა.
  • საწარმოო უსაფრთხოების, შრომისა და გარემოს დაცვის მუდმივად მოქმედი კომისია.
  • ვიდეო მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაცვის პერსონალთან და ოპერატიული რეაგირების ჯგუფთან ერთად უზრუნველყოფს ბათუმის ნავთობტერმინალის უსაფრთხოებას.