თხევადი აირის ტერმინალი

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე განლაგებული თხევადი აირის ტერმინალი საქართველოში ერთადერთია თხევადი აირის აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ექსპორტისათვის.

თხევადი აირის ტერმინალის სარეზერვუარო პარკის საერთო მოცულობაა 5 000 მ3.

ტერმინალი აღჭურვილია ესტაკადით, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 14 ვაგონ-ცისტერნის დაცლა.

ახლახან უსაფრთხოების ტექნიკის უახლესი ტექნოლოგიებით განხორციელდა თხევადი აირის ტერმინალის მოდერნიზაცია და ის შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ტერმინალი ასევე აღჭურვილია ლაბორატორიით თხევადი აირის ანალიზისათვის, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს პროდუქტის ხარისხის კონტროლი გადატვირთვის პროცესის დროს.

ნავმისადგომი #2 საგანგებოდ განკუთვნილია თხევადი აირის გადატვირთვისათვის, რომელსაც გააჩნია თხევადი აირის გადასატვირთი ყველა საჭირო აღჭურვილობა.