ISO

ბათუმის ნავთობტერმინალი სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების - ISO 9001:2008 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა), ISO 14001:2004 (გარემოს მენეჯმენტის სისტემა), OHSAS 18001:2007 (შრომის დაცვის და საწარმოო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) თანახმად. სერთიფიცირების სფეროა – “ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი აირის გადატვირთვის მომსახურების გაწევა”.

სერთიფიცირების სფერო მოიცავს ტერმინალის ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მენეჯმენტის სისტემების ფარგლებში განსაზღვრულია და დანერგილია სხვადასხვა ინტეგრირებული და ცალკეული პროცესი.

ბათუმის ნავთობტერმინალი თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი საერთაშორისო სტანდარტების თანახმად: API, ASTM, EN, ISO, ISGOTT, IMO, OCIMF, GOST და სხვ.

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა შექმნილია ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ტერმინალი დიდ ყურადღებას უთმობს თავისი კლიენტების მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, რეგულარულად აწარმოებს კლიენტების დაკმაყოფილების დონის შეფასებას და სთავაზობს მომსახურებას, რომელიც შეესაბამება და აღემატება მოცემულ მოთხოვნებს.

გარემოს მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში ტერმინალი აწარმოებს ფართომასშტაბიან ბუნებისდაცვით საქმიანობას, რომელიც გამიზნულია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ისტორიული და მიმდინარე ფაქტორების შემცირებაზე. ამასთან, გადატვირთვის საქმიანობა ხორციელდება საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად.

შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნავთობტერმინალის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი და ასევე საწარმოს მდგრადი და სტაბილური განვითარების პროცესის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაა.

საწარმოო რისკების მართვის მექანიზმების ეფექტურობის გაზრდით ყოველ სამუშაო ადგილზე, თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრიორიტეტების ცნობით, ბათუმის ნავთობტერმინალი მუდმივად მიისწრაფვის შრომის პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოო უსაფრთხოების გაზრდისაკენ.

სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისობა რეგულარუდ მოწმდება შიდა აუდიტების დროს, რომლებიც ტარდება საგანგებოდ მომზადებული და სერთიფიცირებული, ტერმინალის წამყვანი და შიდა აუდიტორების მიერ, რომელთაც გააჩნიათ ამგვარი აუდიტების ჩატარების შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

ყოველწლიურად ტარდება ინტეგრირებული საზედამხედველო აუდიტები სერთიფიცირების ორგანოს მხრიდან, რომელიც ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესრულებას ხარისხის, შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების სფეროში.

2009 წელს ბათუმის ნავთობტერმინალი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ერთდროულად მიიღო მენეჯმენტის სისტემების სერთიფიკატები ISO 9001:2008, ISO 14001:2004, OHSAS 18001:2007, ხოლო 2012 წელს ტერმინალი გაივლის განმეორებით სერთიფიცირებას.