ბათუმის ნავთობტერმინალის სოციალური პასუხისმგებლობა

ბათუმის ნავთობტერმინალი აჭარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ტერმინალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს 1000 მეტ თანამშრომელს. ის ასევე ადგილობრივი მენარდე ორგანიზაციების ძირითადი კლიენტია.

რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, ბათუმის ნავთობტერმინალი რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებით და დროულ საგადასახადო გადარიცხვებს, საქართველოს რკინიგზის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის 60%-ს, სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის და სამუშაოს მენარდე ორგანიზაციებისათვის.

ბათუმის ნავთობტერმინალი ჩართულია სპონსორულ და საქველმოქმედო საქმიანობაში, მათ შორის მატერიალურ დახმარებას უწევს პენსიონერებს, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, უსახსროებს, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებს.

საქველმოქმედო სასადილო ხელმოკლე მოსახლეობისათვის ყოველ დღე ცხელი საკვებით უზრუნველყოფს 100 ადამიანს. ბათუმის ნავთობტერმინალი ყოველ წელს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებას ობოლი ბავშვებისათვის, აგრეთვე გახლავთ საჩოგბურთო ტურნირის “Batumi Ladies Open”-ის სპონსორი.

დაახლოებით 200 ბავშვი უფასოდ არის დაკავებული ბათუმის ნავთობტერმინალის სხვადასხვა სპორტულ სექციაში.

ბათუმის ნავთობტერმინალი თავის თანამშრომლებს სთავაზობს სოციალურ პაკეტს, რომელიც მოიცავს უფასო სამედიცინო დაზღვევას, გამაჯანსაღებელი საგზურების შეძენას, მატერიალურ დახმარებას, აგრეთვე საბავშვო ბაღს ტერმინალის თანამშრომელთა ბავშვებისათვის.