აღწერა

2008 წლის თებერვალიდან სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილ”-ი, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის სს “ყაზმუნაიგაზ”-ის შვილობილ კომპანიას, გახდა ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი და მიიღო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიური უფლება.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ქალაქ ბათუმში. ტერმინალი თავის კლიენტებს სთავაზობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

ტერმინალის საერთო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 90 ჰექტარს, რომელზეც განლაგებულია ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი. ძირითადი ტერიტორია ტერმინალის ტექნოლოგიურ ცენტრია, სადაც განლაგებულია ძირითადი სარკინიგზო ესტაკადები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ასევე საქვაბე, რომელიც გამოიყენება ორთქლის წარმოქმნისა და მუქი ნავთობპროდუქტების გათბობისათვის.

 

ნავთობეტრმინალის ძირითადი უპირატესობაა სხვადასხვა სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მოქნილობა. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება ვაგონ-ცისტერნებში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე.

 

ბათუმის ნავთობტერმინალზე მოქმედებს 7 ნავთობჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 194 ვაგონ-ცისტერნის ან დღე-ღამეში 770-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის დაცლა. ყველა ესტაკადა მილსადენების სისტემის მეშვეობით დაკავშირებულია სხვადასხვა სარეზერვუარო პარკთან, რაც უზრუნველყოფს ტერმინალის საექსპლუატაციო მოქნილობას. ერთ-ერთი ესტაკადა აღჭურვილია გათბობის მრავალსაფეხურიანი სისტემით მძიმე და ბლანტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისათვის. ტერმინალის ყოველი სარკინიგზო ესტაკადა აღჭურვილია ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით, რომელიც აფიქსირებს პროდუქტის დაცლის მონაცემებს.

სრულად....

BOT სიახლეები

2012-06-20
ბათუმის ნავთობტერმინალმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა - სტანდარტი ISO/TS 29001:2010.
2012-04-05
ბათუმის ნავთობტერმინალი ახორციელებს კომპანიის საქმიანობის ოპტიმიზაციას და გეგმავს განსაზღვრული სფეროების აუტსორსინგში გადაცემას
2012-04-04
ბათუმის ნავთობტერმინალის ძიუდოს გუნდმა საუკეთესო შედეგები აჩვენა 2012 წლის დასაწყისისთვის
2012-03-30
ბათუმის ნავთობტერმინალმა მიიღო წლის გადამხდელის ჯილდო
2012-02-13
ბათუმის ნავთობტერმინალმა მიიღო ჯილდო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
2012-02-10
2012 წლის იანვარში ბათუმის ნავთობტერმინალმა, “ნავთობბაზის” უბანში, დაასრულა გამშვებ-გასამართი სამუშაოები და ექსპლუატაციაში შეიყვანა ნავთობპროდუქტების აირდამჭერი სისტემა
2012-01-10
კაპეშეუმის უბანზე ექსპლუატაციაში შევიდა ჰარეგამწმენდი სიტემა
2011-09-16
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის და ბათუმის ნავთობტერმინალის გაერთიანებული საფეხბურთო გუნდი ფეხბურთის ტურნირის ჩემპიონია
« 1 2 3 4 5 6 

საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმი

ბათუშმის ნავთობტერმინალი
მაიაკოვსკის ქ. #4
ბათუმი 6000, საქართველო
ტელ/ფაქსი 00 995 4222 760 06
 
თბილისი
თავისუფლების მოედანი #4
ჯი-ემ-თი პლაზა, მე-4 სართული
თბილისი 6105, საქართველო
ტელ 00 995 32 24 18 18
ფაქსი 00 995 32 24 18 17

ფოტო გალერეა

სრულად →

ჩვენი პარტნიორები