აღწერა

2008 წლის თებერვალიდან სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილ”-ი, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის სს “ყაზმუნაიგაზ”-ის შვილობილ კომპანიას, გახდა ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი და მიიღო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიური უფლება.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ქალაქ ბათუმში. ტერმინალი თავის კლიენტებს სთავაზობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

ტერმინალის საერთო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 90 ჰექტარს, რომელზეც განლაგებულია ხუთი სარეზერვუარო პარკი და ნავთომჩამოსასხმელი კომპლექსი. ძირითადი ტერიტორია ტერმინალის ტექნოლოგიურ ცენტრია, სადაც განლაგებულია ძირითადი სარკინიგზო ესტაკადები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ასევე საქვაბე, რომელიც გამოიყენება ორთქლის წარმოქმნისა და მუქი ნავთობპროდუქტების გათბობისათვის.

 

ნავთობეტრმინალის ძირითადი უპირატესობაა სხვადასხვა სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მოქნილობა. ტერმინალს შეუძლია გადატვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალს ნავთობი მიეწოდება ვაგონ-ცისტერნებში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, რომლის დაცლა ხორციელდება თანამედროვე სარკინიგზო ესტაკადებზე.

 

ბათუმის ნავთობტერმინალზე მოქმედებს 7 ნავთობჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 194 ვაგონ-ცისტერნის ან დღე-ღამეში 770-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის დაცლა. ყველა ესტაკადა მილსადენების სისტემის მეშვეობით დაკავშირებულია სხვადასხვა სარეზერვუარო პარკთან, რაც უზრუნველყოფს ტერმინალის საექსპლუატაციო მოქნილობას. ერთ-ერთი ესტაკადა აღჭურვილია გათბობის მრავალსაფეხურიანი სისტემით მძიმე და ბლანტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისათვის. ტერმინალის ყოველი სარკინიგზო ესტაკადა აღჭურვილია ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით, რომელიც აფიქსირებს პროდუქტის დაცლის მონაცემებს.

სრულად....

BOT სიახლეები

2013-02-11
ნაციონალურმა საზღვაო-სანაოსნო კომპანია “კაზმორტრანსფლოტ”-მა და “ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგ”-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს
2013-02-05
ბათუმის საზღვაო ნავსადგურს (ბსნ) და ბათუმის ნავთობ ტერმინალს (ბნტ) ეწვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2012-12-31
ბათუმის ნავთობტერმინალი განაგრძობს თავის არაპროფილური აქტივების გაყიდვას.
2012-12-26
ბათუმის ნავთობტერმინალის ახალი ხელმძღვანელი.
2012-12-19
ბათუმის ნავთობტერმინალი განაგრძობს თავის არაპროფილური აქტივების გაყიდვას.
2012-12-12
ბათუმის ნავთობტერმინალმა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა ვადაზე ადრე შეასრულეს 2012 წლის საწარმოო გეგმები
2012-12-03
ბათუმის ნავთობტერმინალს მიენიჭა საერთაშორისო კონგრეს "ნავთობტერმინალის" პირველი პრიზი
2012-10-02
ბათუმის ნავთობტერმინალმა სპონსორობა გაუწია საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირს Batumi Ladies Open 2012.
2012-09-10
ბათუმის ნავთობტერმინალმა თავის თანამშრომლებს მიულოცა ნავთობისა და გაზის მუშაკთა დღე
2012-06-20
ბათუმის ნავთობტერმინალმა კვლავ წარმატებით გაიარა რესერთიფიცირების აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001:2008, ISO 14001:2004, OHSAS 18001:2007 მოთხოვნათა შესაბამისობაზე.
« 1 2 3 4 5 6 »

საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმი

ბათუშმის ნავთობტერმინალი
მაიაკოვსკის ქ. #4
ბათუმი 6000, საქართველო
ტელ/ფაქსი 00 995 4222 760 06
 
თბილისი
თავისუფლების მოედანი #4
ჯი-ემ-თი პლაზა, მე-4 სართული
თბილისი 6105, საქართველო
ტელ 00 995 32 24 18 18
ფაქსი 00 995 32 24 18 17

ფოტო გალერეა

სრულად →

ჩვენი პარტნიორები